"ურალის ავიახაზები" იწყებს რეისებს "ჟუკოვსკიდან" თბილისის მიმართულებით

© photo: Sputnik / Эмин Джафаров / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო აეროპორტი "ჟუკოვსკი"
საერთაშორისო აეროპორტი ჟუკოვსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება - ორშაბათობითა და შაბათობით

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია "ურალის ავიახაზები" 5 აგვისტოდან იწყებს ფრენებს პოდმოსკოვიეს აეროპორტ "ჟუკოვსკიდან" თბილისის მიმართულებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კომპანიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ავიაკომპანიისთვის თბილისი მეშვიდე მიმართულება გახდება.

პირდაპირი რეისი კვირაში ორჯერ — ორშაბათობითა და შაბათობით შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთი იქნება. ბილეთის მინიმალური ფასი ერთი გზა 64 ევროა, რომელიც მოიცავს 10 კგ ტვირთსა და 5 კგ ხელის ბარგს. აღინიშნება, რომ ფასები მოქმედებს ფასდაკლების პერიოდში "ზაფხული საზღვრებს გარეშე" – 31 ივლისამდე.

Airzena Georgian Airways - Sputnik საქართველო
რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნა

"თბილისში ბევრი რამის ნახვა შეიძლება: ძველი ციხე-სიმაგრეები, ტაძრები მაღალ მთაზე, ძველი ქალაქის კოლორიტული კვარტლები და ულამაზესი პეიზაჟები… ყველაფერთან ერთად, სიამოვნებას მოგანიჭებთ ქართული სამზარეულოს კერძები და ცნობილი ღვინოები", — აღნიშნულია განცხადებაში.

უფრო ადრე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ფრენები შეუზღუდა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რადგან თბილისმა არ შეათანხმა "ურალის ავიახაზების" ფრენები და კომპანიას რეისების განხორციელების ნებას არ რთავდა.

ორშაბათს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა ქართულ ავიაკომპანიას შეზღუდვები მოუხსნა, ამასთან რუსულ "ურალის ავიახაზებთან" საქართველომ ფრენების გრაფიკი შეათანხმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0