დაბა შეკვეთილში მინიატურების პარკი 2016 წლის აგვისტოში გაიხსნა. მასში საქართველოს კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურებია წარმოდგენილი.
პარკი „საქართველო მინიატურებში“, რომელიც ორ ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საჩუქარია საქართველოს მოსახლეობისთვის.
მინიატურების პარკის მშენებლობა, რომელიც დააპროექტა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია №3“, 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. კომპლექსი მოიცავს პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი-ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.
პარკში 54 არქიტექტურული ძეგლის მინიატურაა წარმოდგენილი.
© FB / Gio Gioასე გამოიყურება შორიდან მინიატურების პარკი დაბა შეკვეთილში
ასე გამოიყურება შორიდან მინიატურების პარკი დაბა შეკვეთილში
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: ძველი თბილისი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე, რომელიც IV საუკუნეში დაფუძნდა
მინიატურა: ძველი თბილისი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე, რომელიც IV საუკუნეში დაფუძნდა
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ანუ ყოფილი პიონერთა სასახლე, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდში აშენდა და თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობად მიიჩნევა
მინიატურა: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ანუ ყოფილი პიონერთა სასახლე, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდში აშენდა და თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობად მიიჩნევა
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: გერგეტის სამება, XIV საუკუნის 30-იან წლებში აგებული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი
მინიატურა: გერგეტის სამება, XIV საუკუნის 30-იან წლებში აგებული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: დადიანების სასახლე, რომელიც ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა ქალაქი ზუგდიდის ცენტრში 1611-1657 წლებში ააგო
მინიატურა: დადიანების სასახლე, რომელიც ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა ქალაქი ზუგდიდის ცენტრში 1611-1657 წლებში ააგო
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: რომანოვების სასახლე ლიკანში, რომელიც ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით აიგო 1895 წელს
მინიატურა: რომანოვების სასახლე ლიკანში, რომელიც ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით აიგო 1895 წელს
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: სენაკის დრამატული თეატრი, აშენდა XIX საუკუნის მიწურულს
მინიატურა: სენაკის დრამატული თეატრი, აშენდა XIX საუკუნის მიწურულს
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 1955
მინიატურა: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 1955
© photo: courtesy of Tako Atuashviliმინიატურა: გორის ციხე პირველად ისტორიულ წყაროებში XIII საუკუნეში მოიხსენიება. XVII საუკუნეში ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, თუმცა XVIII საუკუნის შემდეგ მან უცვლელი სახით მოაღწია დღემდე. 1920 წლის მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ციხე-სიმაგრეს
9/17
© photo: courtesy of Tako Atuashvili
მინიატურა: გორის ციხე პირველად ისტორიულ წყაროებში XIII საუკუნეში მოიხსენიება. XVII საუკუნეში ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, თუმცა XVIII საუკუნის შემდეგ მან უცვლელი სახით მოაღწია დღემდე. 1920 წლის მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ციხე-სიმაგრეს
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: IX-X საუკუნეებში აგებული საფარის მონასტერი ახალციხის მუნიციპალიტეტში
მინიატურა: IX-X საუკუნეებში აგებული საფარის მონასტერი ახალციხის მუნიციპალიტეტში
მინიატურა: აბანოთუბანი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მისი სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს
11/17
მინიატურა: აბანოთუბანი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მისი სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: შატილი - კლდეზე შეფენილი სოფელი, რომელიც ერთდროულად იყო საცხოვრებელიც და ციხესიმაგრეც
მინიატურა: შატილი - კლდეზე შეფენილი სოფელი, რომელიც ერთდროულად იყო საცხოვრებელიც და ციხესიმაგრეც
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: სვეტიცხოველი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქალაქ მცხეთაში
მინიატურა: სვეტიცხოველი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქალაქ მცხეთაში
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: სამთავისის ტაძარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, რომელიც 1030 წლის თარიღდება. თუმცა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, აქ მანამდე ვახტანგ გორგასლის მიერ V საუკუნეში აგებული სხვა ტაძარი იდგა, რომლისგანაც აღარაფერი შემორჩა
მინიატურა: სამთავისის ტაძარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, რომელიც 1030 წლის თარიღდება. თუმცა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, აქ მანამდე ვახტანგ გორგასლის მიერ V საუკუნეში აგებული სხვა ტაძარი იდგა, რომლისგანაც აღარაფერი შემორჩა
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: ქსნის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნისა და მტკვრის შესართავთან, სარკინეთის მთაზე. აგებულია ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძე ბაგრატის მიერ XVI საუკუნეში
მინიატურა: ქსნის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნისა და მტკვრის შესართავთან, სარკინეთის მთაზე. აგებულია ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძე ბაგრატის მიერ XVI საუკუნეში
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: კათოლიკური ეკლესია თბილისში
მინიატურა: კათოლიკური ეკლესია თბილისში
© FB/ Tako Atuashviliმინიატურა: ავტოსაგზაო სამინისტროს შენობისა და საქართველოს ბანკის სათავო ოფისი აგებულია 1975 წელს გიორგი ჩახავასაა და ზურაბ ჯალაღანიას პროექტის მიხედვით. 1975 წლიდან დღემდე შენობამ დიდი ყურადღება დაიმსახურა დასავლური არქიტექტურული ჟურნალებისა და გამოცემებისგან, როგორც კონსტრუქტივიზმის თვალსაჩინო მაგალითმა
მინიატურა: ავტოსაგზაო სამინისტროს შენობისა და საქართველოს ბანკის სათავო ოფისი აგებულია 1975 წელს გიორგი ჩახავასაა და ზურაბ ჯალაღანიას პროექტის მიხედვით. 1975 წლიდან დღემდე შენობამ დიდი ყურადღება დაიმსახურა დასავლური არქიტექტურული ჟურნალებისა და გამოცემებისგან, როგორც კონსტრუქტივიზმის თვალსაჩინო მაგალითმა