დაბა შეკვეთილში მინიატურების პარკი 2016 წლის აგვისტოში გაიხსნა. მასში საქართველოს კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურებია წარმოდგენილი.
პარკი „საქართველო მინიატურებში“, რომელიც ორ ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საჩუქარია საქართველოს მოსახლეობისთვის.
მინიატურების პარკის მშენებლობა, რომელიც დააპროექტა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია №3“, 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. კომპლექსი მოიცავს პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი-ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.
პარკში 54 არქიტექტურული ძეგლის მინიატურაა წარმოდგენილი.

ასე გამოიყურება შორიდან მინიატურების პარკი დაბა შეკვეთილში

მინიატურა: ძველი თბილისი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე, რომელიც IV საუკუნეში დაფუძნდა

მინიატურა: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ანუ ყოფილი პიონერთა სასახლე, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდში აშენდა და თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობად მიიჩნევა

მინიატურა: გერგეტის სამება, XIV საუკუნის 30-იან წლებში აგებული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი

მინიატურა: დადიანების სასახლე, რომელიც ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა ქალაქი ზუგდიდის ცენტრში 1611-1657 წლებში ააგო

მინიატურა: რომანოვების სასახლე ლიკანში, რომელიც ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით აიგო 1895 წელს

მინიატურა: სენაკის დრამატული თეატრი, აშენდა XIX საუკუნის მიწურულს

მინიატურა: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 1955

9/17
© photo: courtesy of Tako Atuashvili
მინიატურა: გორის ციხე პირველად ისტორიულ წყაროებში XIII საუკუნეში მოიხსენიება. XVII საუკუნეში ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, თუმცა XVIII საუკუნის შემდეგ მან უცვლელი სახით მოაღწია დღემდე. 1920 წლის მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ციხე-სიმაგრეს

მინიატურა: IX-X საუკუნეებში აგებული საფარის მონასტერი ახალციხის მუნიციპალიტეტში

11/17
მინიატურა: აბანოთუბანი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მისი სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს

მინიატურა: შატილი - კლდეზე შეფენილი სოფელი, რომელიც ერთდროულად იყო საცხოვრებელიც და ციხესიმაგრეც

მინიატურა: სვეტიცხოველი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქალაქ მცხეთაში

მინიატურა: სამთავისის ტაძარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, რომელიც 1030 წლის თარიღდება. თუმცა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, აქ მანამდე ვახტანგ გორგასლის მიერ V საუკუნეში აგებული სხვა ტაძარი იდგა, რომლისგანაც აღარაფერი შემორჩა

მინიატურა: ქსნის ციხე -  შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნისა და მტკვრის შესართავთან, სარკინეთის მთაზე. აგებულია ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძე ბაგრატის მიერ XVI საუკუნეში

მინიატურა: კათოლიკური ეკლესია თბილისში

მინიატურა: ავტოსაგზაო სამინისტროს შენობისა და საქართველოს ბანკის სათავო ოფისი აგებულია 1975 წელს გიორგი ჩახავასაა და ზურაბ ჯალაღანიას პროექტის მიხედვით. 1975 წლიდან დღემდე შენობამ დიდი ყურადღება დაიმსახურა დასავლური არქიტექტურული ჟურნალებისა და გამოცემებისგან, როგორც კონსტრუქტივიზმის თვალსაჩინო მაგალითმა