ლენტეხი-ბავარის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გამოწერა
ძლიერმა წვიმებმა ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის მონაკვეთები დააზიანა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის მე-12 და მე-18 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უამინდობა მესტიაში - Sputnik საქართველო
მესტიაში სტიქიას ებრძვიან

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ძლიერი წვიმების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს მისასვლელი გზა გამოერეცხა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ამავე გზის 1–11 კმ და 19–24 კმ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0