აეროპორტის გზაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისის აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გორთან ავარია მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0