თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. გორის შესასვლელთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ერთმანეთს „მიცუბიშის" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქ ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.