თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად სამი ავტომობილი დაზიანდა. დაშავებულია სამი ადამიანი.
დაშავებულები ამ დროისთვის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილები.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას სხვადასხვა ტიპის ტრავმა აღენიშნებათ.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.