თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე ავარია მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს ჯიპი და 88 ნომერი ავტობუსი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით მიმდინარეობს.