ქართული კალათბურთის ლეგენდამ, 33 წლის ზაზა ფაჩულიამ გადაწყვიტა არა მხოლოდ კაპიტნის პოზიციის დატოვება, არამედ გუნდისაც. „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში იხილავთ ქვეყნის ნაკრების ბოლო მატჩის ფოტოებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენმა.
გუნდის დატოვება ზაზა ფაჩულიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა, რითიც ტურნირში მონაწილეობა დაასრულა. ბოლო მატჩში საქართველო იტალიასთან დამარცხდა ანგარიშით 69:71, რამაც ნაკრებს ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა დააკარგინა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზაზა ფაჩულიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ოთხ ჩემპიონატში — 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში. ქართული გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა 2015 წლის ტურნირში 1/8-ფინალში გასვლა იყო.
ნაკრების დატოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია განაგრძობს აშშ-ში NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ თამაშს, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი სპორტსმენი წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა.
![ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23723/20/237232089_0:0:1600:1025_600x0_80_0_1_b027fdad683849a13c6e1ed4fd6ca01e.jpg)
![ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23723/22/237232251_0:0:1600:1027_600x0_80_0_1_0d5dca010865ddd50dfa67c53ffaa835.jpg)
![ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23723/52/237235284_0:0:1600:1079_600x0_80_0_1_40143bceb36314e3cc4943fb0ee0d88a.jpg)
![ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23723/54/237235487_0:0:1600:1065_600x0_80_0_1_8c0569b43e8ceb3c72c44b97df320228.jpg)
![ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23723/57/237235769_0:0:5223:3648_600x0_80_0_1_c3612fdacc4cc2fa477eb1df2e55e971.jpg)
![ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23723/60/237236057_0:0:5472:3648_600x0_80_0_1_f1bb037220443b199c021e2dbaafdd7a.jpg)
![ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23723/59/237235980_0:0:3529:4537_600x0_80_0_1_ceda4734cf0c823e73b4dacdffe6f6ae.jpg)
![ზაზა ფაჩულია ნაკრებთან ერთად ზაზა ფაჩულია ნაკრებთან ერთად - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23723/19/237231959_0:0:1600:1045_600x0_80_0_1_565d536fd6114287b0925aa8e99f839b.jpg)
![საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23722/61/237226146_0:0:1200:800_600x0_80_0_1_090f9d4ce1f34783b7ddab7c7ae22477.jpg)
![კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კალათბურთელი ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23723/63/237236333_0:0:1600:2145_600x0_80_0_1_2bcbb7f7196c0143590ee1be09ece24d.jpg)