თელავში ხანძარია

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ვენახებზეც გავრცელდა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik.  თელავში, ღვინის კომპანია "ჯი-ვი-ეს“-ის (GWS) მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს მოედო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ვენახებზეც გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. თუმცა, ხანძრის ჩაქრობას ქარი აფერხებს და ცეცხლის მასშტაბები იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0