ბათუმი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს უმასპინძლებს

გამოწერა
დაინტერესებულ პირებს ფესტივალის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სემინარებს და მიიღონ უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებული ტრენდების შესახებ.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ბათუმი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი ბათუმის სასტუმრო "შერატონში" 21-23 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალი Ad Black Sea – ეს სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტების საერთაშორისო მოედანია. როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან, ფორუმი მოწოდებულია მონაწილეებში ახალი იდეებისა და სიახლეების დანერგვისკენ და ამასთანავე მიზნად ისახავს სარეკლამო სფეროში საუკეთესო რეკლამის გამოვლენას. ღონისძიებას სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები ეწვევიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი - Sputnik საქართველო
თბილისის გრიბოედოვის თეატრი ახალ სეზონს ბათუმში ხსნის

ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მიიღონ უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებული ტრენდების შესახებ და პარალელურ რეჟიმში გაერთონ საინტერესო ადამიანებთან ერთად.

მოწვეულია ჟიური, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები შედიან. ისინი სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენენ.

სამდღიანი სარეკლამო ფესტივალი გალა-დაჯილდოებით დასრულდება.

საქართველოში ფესტივალი Ad Black Sea პირველად 2015 წელს ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0