აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Andrey Maximov / გადასვლა მედიაბანკშიჩიტი
ჩიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად აჭარას უცხოელი ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისეები და ტურისტები ეწვევიან.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც 26-30 სექტემბრის პერიოდში გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" (Imedi).

ფესტივალი, რომელიც რეგიონში 2011 წლიდან ტარდება, ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა სახეობების კონსერვაციას. 

გარეული იხვი - Sputnik საქართველო
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი ექსპერტები და მოხალისეები და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება. აჭარის ვიწრო საიმიგრაციო დერეფანში ორ მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველის გადაფრენას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი აკვირდება. აჭარის რეგიონი მსოფლიოში მტაცებელ ფრინვალთა მიგრაციის უდიდეს კორიდორად ითვლება", — აღნიშნავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული და ქართველი სპეციალისტების მიერ, რომელსაც აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან. ღონისძიება ასევე ითვალისწინებს გასართობ, შემეცნებით ექვსკურსიებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა კოლხეთის ნაციონალურ პარკი, ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური.

ყველა ახალი ამბავი
0