სალვადორ დალის დნმ-ის შედეგი ცნობილია

© AFP 2024 / LLUIS GENEსალვადორ დალის საფლავი
სალვადორ დალის საფლავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალვადორ დალის ნეშტის ექსპერტიზის შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სალვადორ დალი არ არის ესპანელი პილარ აბელის ბიოლოგიური მამა, ამას სახელოვანი სიურეალისტის ნეშტის დნმ-ის ანალიზი მოწმობს, იუწყება РИА Новости „გალა-სალვადორ დალის" ფონდზე დაყრდნობით.

„ფონდი გალა-სალვადორ დალი იუწყება, რომ სალვადორ დალის დნმ-ის ანალიზის შედეგები მიიღო, რომელიც მოწმობს, რომ პილარ აბელი არ არის სალვადორ დალის ბიოლოგიური შვილი", — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

დასკვნა ტოქსიკოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა გააკეთა.

„ეს დასკვნა ფონდისთვის მოულოდნელი არ არის, რადგან შესაძლო მამობის ნამდვილობაზე არანაირი მინიშნება არასდროს ყოფილა", — განაცხადეს ფონდში. ფონდი სასამართლოს გადაწყვეტილებას დალის სხეულის ექსგუმაციასთან დაკავშირებით "აბსოლუტურად არაადექვატურს და არაპროპორციულს" უწოდებს, და ასევე აცხადებს, რომ ექსგუმაციაზე დახარჯული თანხების დაბრუნებას შეეცდება.

„ფონდი მოხარულია, რომ ამ გადაწყვეტილებით აბსურდული და ხელოვნური პოლემიკა დასრულდა", — ნათქვამია განცხადებაში.

ფონდი ასევე იუწყება, რომ ექსპერტიზისათვის აღებული დალის ნეშტის ნაწილები მალე თავის ადგილს დაუბრუნდება.

სალვადორ დალის ნეშთის ექსგუმაცია - Sputnik საქართველო
სალვადორ დალის ულვაშმა ფორმა შეინარჩუნა

ივნისში სასამართლომ დააკმაყოფილა მკითხავის პილარ აბელის სარჩელი სალვადორ დალის სხეულის ექსგუმაციასთან დაკავშირებით დნმ-ის ანალიზების ჩასატარებლად. მიუხედავად ფონდის წინააღმდეგობისა, ექსგუმაცია 20 ივლისის ღამეს ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მხატვარი-სიურრეალისტის სალვადორ დალის სხეული, მათ შორის, მისი ცნობილი ულვაში კარგად შენახული ყოფილა, ანალიზისათვის აიღეს "დიდი ძვლების, თმებისა და ფრჩხილების ნიმუშები".

მანამდე მკითხავის ადვოკატი ენრიკე ბლანკესი აცხადებდა, რომ თუ ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება, ის ექსპერტიზის ჩატარების სისწორის საკითხს კითხვის ქვეშ დააყენებდა. მისი თქმით, "თუ სპეციალისტები დაამტკიცებენ, რომ პროცედურის დროს არანაირი შეცდომა არ ყოფილა, სასამართლო დავა შეწყდება".

© REUTERS / Juan Medinaმარია პილარ აბელი, რომელიც ამტკიცებს, რომ სალვადორ დალის შვილია
Мария Пилар Абель, которая утверждает, что является дочкой испанского художника Сальвадора Дали - Sputnik საქართველო
მარია პილარ აბელი, რომელიც ამტკიცებს, რომ სალვადორ დალის შვილია

აბელი ამტკიცებს, რომ როდესაც 1950-იან წლებში დედამისი ანტონია მარტინეს დე არო მხატვრის მეგობრის ოჯახში კადაკესში მუშაობდა, თითქოსდა დალისთან საიდუმლო კავშირი ჰქონია. ამ დროს დალი იქ საკუთარ მეუღლე გალასთან ერთად ცხოვრობდა. 25 წლის ასაკში ანტონია დაორსულებულა და 29 წლის მამაკაცზე სახელად ხუანი დაქორწინდებულა. სწორედ ის გახდა აბელის ოფიციალური მამა.

 

ყველა ახალი ამბავი
0