ბიზნესად ქცეული გატაცება - კაკლის, მაკაგონის, ბზის, აკაციის აქსესუარები

© ნიკოლოზ ბრეგაძის პირადი არქივიხის ხელნაკეთი სათვალე
ხის ხელნაკეთი სათვალე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი ახალგაზრდა ინოვატორი ნიკოლოზ ბრეგაძეა. მან საკუთარი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქცია და დღეს მისი მცირე ბიზნესი წარმატებით იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე, იპყრობს ქართველი მომხმარებლების გულს და დღითიდღე პოპულარული ხდება.

უკვე ერთი წელია ნიკოლოზ ბრეგაძე ხელნაკეთ ხის საათებს და სათვალეებს ამზადებს. ამისთვის არანაირ დანადგარს არ იყენებს. ყველა დეტალს საკუთარი ხელით, მხოლოდ  სტომატოლოგიური ბორმანქანის და  ქვის სათლელი მანქანით (ე. წ. „ბალგარკის") დახმარებით ამუშავებს.

© ნიკოლოზ ბრეგაძის პირადი არქივინიკოლოზ ბრეგაძე
ნიკოლოზ ბრეგაძე - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბრეგაძე

— რამდენიმე წელი ვაკეთებდი ხის სათამაშოებს, ერთ მშვენიერ დღეს რაღაც სათამაშო გავაკეთე, რომელსაც პატარა სათამაშო სათვალე მოვარგე. როდესაც შევხედე ვიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო გამეკეთებინა სათვალე, რომელსაც გამოვიყენებდი ყოველდღიურ ცხოვრებაში და პირველი სათვალე გავაკეთე 2016 წლის ოქტომბერში პირადი მოხმარებისთვის. არც მიფიქრია მისი გაყიდვა. როდესაც ეს სათვალე მოვირგე, უნივერსიტეტში ყველას ძალიან მოეწონა და ყველა პოზიტიურად განეწყო. იმ დროს მომივიდა თავში აზრად, რომ შესაძლებელი იყო ამ ჩემი შექმნილი სათვალით მცირე ბიზნესი დამეწყო.

© ნიკოლოზ ბრეგაძის პირადი არქივიხის ხელნაკეთი სათვალეები
ხის ხელნაკეთი სათვალეები - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი სათვალეები

- როგორ განახორციელეთ ჩანაფიქრი? როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

— სათვალე უკვე მქონდა პირადი გამოყენებისთვის. ეხლა დავიწყე ფიქრი, როგორ დამეხვეწა ტექნიკა. ამისთვის ბევრი ვიფიქრე და ძალიან ბევრი ვიშრომე. რამდენიმე თვე ვფიქრობდი კონკრეტულ დეტალებზე, რომ მყიდველს მოწონებოდა. ძალიან ბევრი შრომის შემდეგ ნელ-ნელა დავხვეწე და მივედი იმ მომენტამდე, ჩემი პროდუქცია უფრო დავხვეწე. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მაქვს ისეთი საკუთარი ტექნოლოგია და სტილი შემუშავებული, რომელიც სხვას არ აქვს.

© ნიკოლოზ ბრეგაძის პირადი არქივიხის ხელნაკეთი სათვალე
ხის ხელნაკეთი სათვალე - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი სათვალე

- დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ წარმატების მისაღწევად?

— როგორც უკვე გითხარით ბევრი ფიქრი და შრომა დამჭირდა სრულყოფილი პროდუქციის შესაქმნელად. როცა უკვე გაყიდვაზე გადავედი, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა, თავდაპირველად გავაკეთე ფეისბუქ გვერდი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მყიდველი არ ჩანდა. რამდენიმე თვე ერთი ცალიც არ გამიყიდია, მაგრამ არ გავჩერდი და ახალ მოდელებს ვაკეთებდი, თან ნელ-ნელა კიდე ვხვეწდი ჩემს ნამუშევრებს. უკვე მაისში გავყიდე პირველი სათვალე და ძალიან გახარებული ვიყავი. ამან დიდი სტიმული მომცა. მერე ფეისბუქზე რეკლამა გავუშვი და აპრილიდან უკვე გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა.

© ნიკოლოზ ბრეგაძის პირადი არქივიხის ხელნაკეთი სათვალე
ხის ხელნაკეთი სათვალე - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი სათვალე

- როგორც ვხვდები, რთული იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება.

— ალბათ დამეთანხმებით, რომ პროდუქცია უცხოა და ხშირად ვერ გადაეყრები ქუჩაში. ასე, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც იდეამ, ისე პროდუქციის ხარისხმა. თუმცა ფასის გამო რა თქმა უნდა რთული იყო და ეხლაც არის ადგილის შენარჩუნება. ჩვენთან ხელნაკეთს არ აფასებენ. ან ვინც აფასებს შესაძლებლობა არ აქვს, რომ შეიძინოს ხარისხიანი ხელნაკეთი ნივთები.

- მნიშვნელობა აქვს ხის რომელი სახეობებისგან ქმნით სათვალეებს?

— მე ვმუშაობ ბუნებრივ ფერებზე, ასევე ვითვალისწინებ მომხმარებლის სურვილებს და ნებისმიერი ფერის სათვალე შემიძლია დავამზადო(შევღებო). ძირითადად ვიყენებ კაკალს, მაკაგონს, აკაციას, ბზას. თითოეული არის ძვირადღირებული და ხარისხიანი, მაგრამ შეკვეთის შემთხვევაში ნებისმიერი მასალით დამზადებაა შესაძლებელი.

© ნიკოლოზ ბრეგაძის პირადი არქივიხის ხელნაკეთი საათი
ხის ხელნაკეთი საათი - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი საათი

- როცა ხელში იღებთ ხის მასალას, ამის შემდეგ რა ეტაპებს გადიხართ სანამ სათვალე დასრულებულ სახეს მიიღებს?

— ხის ფიცარზე გადამაქვს ჯერ ნახაზი. შემდეგ ვჭრი ხელით, ბორმანქანის და „ბალგარკის" დახმარებით. ვამუშავებ ხელით, საბოლოოდ ზუმფარით, მანამ სანამ არ მივიღებ იდეალურ შედეგს. ხის ამოჭრიდან შუშის ჩასმამდე ყველა სამუშაოს ჩემი ხელით ვაკეთებ.

© ნიკოლოზ ბრეგაძის პირადი არქივიხის ხელნაკეთი საათი
ხის ხელნაკეთი საათი - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი საათი

- სათვალეების ფასი საიდან სადამდე მერყეობს და რის  მიხედვით იზრდება?

— ფასი 180 ლარიდან იწყება და იზრდება კლიენტის სურვილების და მოდელის შესაბამისად. ასევე რა ხარისხისაა შუშა, როგორი სირთულის მოდელია, ხის რომელი მასალით არის შექმნილი. სწორედ ამის მიხედვით იზრდება ფასებიც.

- რამდენი ადამიანი ხართ ჩართული ამ საქმიანობაში და ვინ რა ფუნქციებს ინაწილებს?

— ძირითადად მე ვუძღვები ყველაფერს. ხოლო როცა დახმარება მჭირდება დედაჩემი და ჩემი ძმა მეხმარებიან.

- გამოფენებში და ჩვენებებში იღებთ მონაწილეობას?

— ერთხელ მივიღე მთაწმინდაზე გამოფენაში მონაწილეობა.

© ნიკოლოზ ბრეგაძის პირადი არქივიხის ხელნაკეთი საათი
ხის ხელნაკეთი საათი - Sputnik საქართველო
ხის ხელნაკეთი საათი

- საზღვარგარეთ თუ გიცდიათ სათვალეების რეალიზება?

— არის შემოთავაზებები. რამდენიმე უკრაინაში გავყიდე. ძალიან აქტიურობენ ამერიკაში მცხოვრები ქართველები. რამდენიმე ნამუშევარი ამერიკაშიც გაიყიდა.

- სამომავლოდ რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

— ამჟამად ვაწარმოებ სათვალეებს. დაახლოებით 20 მოდელი მაქვს. საათების მხოლოდ სამი მოდელი მაქვს. ასევე ვაკეთებ მამაკაცის საფულეებს.

მომავალში ვფიქრობ, რომ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზო მომხმარებლებს. ეხლა ვმუშაობ ახალ პროდუქციაზე, რომელსაც მომხმარებელი სულ მალე იხილავს. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. მომავალში ვაპირებ მაღაზიის გახსნას. ასევე არ ვჩერდები და ყოველთვის ვცდილობ ახალი მოდელების დამატებას, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ ფართო ასორტიმენტი.

ვმუშაობთ ვებ გვერდზეც — სულ მალე მექნება ინტერნეტ სივრცეში ჩემი გვერდიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0