მაღალმთიან აჭარაში ხანძარს ჰაერიდან აქრობენ

გამოწერა
აჭარის მთებში ხანძარს შსს-ს ვერტმფრენი აქრობს, მოგვიანებით მას თურქეთის ვერტმფრენი შეუერთდება, ხანძრის კერამდე გზა გაიჭრა

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის ჩაქრობის პროცესში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

შავნაბადას მთაზე ხანზარი რამნდენიმე დღის წინ გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, დამწვარია თითქმის 4 ჰექტარი ტყე. ამ ტერიტორიაზე ხანძრის ოთხი კერაა, რომლებამდეც რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს უჭირთ მისვლა. ადგილზე 500-მდე ადამიანია მობილიზებული. გახსნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს.

„ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ტყეში სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა: ფაქტობრივად გზა ხანძართან მიყვანილია. უახლოეს პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება, მეხანძრეები ლოკაციის ადგილებში ავტომანქანებით მივიდნენ… შსს-ს თანამშრომლები პორტატიული ცეცხლსაქრობებით ტყეში შევიდნენ. ხვალ დილით დამატებით 100 პორტატიული მოწყობილობა გვექნება და ერთიანი ძალებით მაქსიმალურად გაგრძელდება მუშაობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვერტმფრენი დაბნელებამდე იმუშავებს", — აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მედიასთან საუბრისას.

მაღალმთიან აჭარაში ტყის ხანძარს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობდა - Sputnik საქართველო
ტყის ხანძარი აჭარაში: კადრები სტიქიის ადგილიდან

ასევე, სტიქიის ზონაში „ურალის" ტიპის 2 ერთეული მძიმე ტექნიკა შევიდა, ერთმა წყლის ავზები, ხოლო მეორემ ცოცხალი ძალა შეიყვანა.

მანამ, სანამ ადგილზე მძიმე ტექნიკა ამუშავდება, მეხანძრეები ხანძარს პორტატიული საშუალებებით ებრძვიან.

სამშაბათს გახდა ცნობილი, რომ ხულოს რაიონში ხანძრის ჩასაქრობად თურქეთი ვერტმფრენის გამოყოფს. პატარაძის ინფორმაციით, თურქეთის ვერტმფრენი ამჟამად ტრაბზონშია და უახლოეს საათებში საქართველოში ჩამოფრინდება.

„წყლის ავზები თავიდან ბოლომდე მოწყობილია, ვერტმფრენებს არ აქვთ წყლის აღების პრობლემა და რაც მთავარია, ეს ლოკაციები არის ახლოს ხანძართან და ვერტმფრენი ძალიან მცირე დროში ახერხებს წყლის აღებას და ლოკაციებზე დაბრუნებას. ქარის ამოვარდნამ ცოტათი შეაფერხა და გაართულა სამუშაოები, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლოსკენ ჩვენ გვექნება შედეგი", — დაასკვნა პატარაძემ.

შავნაბადას მთის გარდა, ხანძრის კერებია ასევე სოფელ ართანას მახლობლად კოხტას მთის კალთაზე და სოფელ ხახაბოსთან ტყეში.

© photo by press-service of Adjara govermentხანძრის ლიკვიდაცია მაღალმთიან აჭარაში
Ликвидация лесного пожара в высокогорной Аджарии - Sputnik საქართველო
ხანძრის ლიკვიდაცია მაღალმთიან აჭარაში

საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. განსაკუთრებით გახშირდა ტყის ხანძრები აგვისტოში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში მოხდა, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი დაიწვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0