ტყის ხანძარი აჭარაში: კადრები სტიქიის ადგილიდან

გამოწერა

მაღალმთიან აჭარაში ტყის ხანძარს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ცდილობენ მეხანძრეები სტიქიის შეჩერებას.

ხულოს რაიონში, შავნაბადას მთის ფერდობზე მეხანძრეები სპეცტექნიკის საშუალებით ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძრის კერების ლიკვიდაციაში 200-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს — ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობენ ქედას, ხულოსა და შუახევის სახანძრო ბრიგადების თანამშრომლები. შემთხვევის ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძეც. მან ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობაც მიიღო. შემთხვევის ადგილზე მოქმედებს ხანძრის ლიკვიდაციის ოპერატიული შტაბი.

ყველა ახალი ამბავი
0