საქართველოს პარლამენტმა ქაღალდის ეკონომია წამოიწყო

© Facebook / Tamar Chugoshviliბიუროს სხდომა პარლამენტში
ბიუროს სხდომა პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტი ქაღალდზე ყოველწლიურად 60 000 ლარს ხარჯავდა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გაჯეტების გამოყენების ხარჯზე ქაღალდის მოხმარება 60%-ით შეამცირა, დაწერა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა სამშაბათს განაახლა. საშემოდგომო სესია ბიურის სხდომით გაიხსნა. მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგის ამონაბეჭდების ნაცვლად დეპუტატებს თანამედროვე ელექტრონული გაჯეტები დახვდათ.

ელიავას ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
ეკოლოგი: თბილისის ცენტრში სამრეწველო ზონა ჯანმრთელობისთვის საშიშია

„დღეს პირველად ბიუროს დარბაზი აღიჭურვა ელექტონული საშუალებებით, ხოლო პლენარული დარბაზის სრულ აღჭურვამდე მნიშვნელოვნად შევამცირეთ ფურცლების რაოდენობა და გავზარდეთ ელექტრონული მიმოცვლა დოკუმეტების, რაც ქაღალდის მოხმარებას დაახლოებით 60%-ით შეამცირებს, შესაბამისად, ხარჯს და ხეების განადგურებას. მადლობა პარლამენტის აპარატს!" — დაწერა ჩუგოშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პარლამენტი წელიწადში დაახლოებით 10 000 შეკვრა ფურცელს მოიხმარდა, რაც 60 000 ლარის ხარჯს უდრიდა.

ყველა ახალი ამბავი
0