საქართველომ და პოლონეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის გზა აირჩია

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და ანჯეი დუდა ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე
გიორგი მარგველაშვილი და ანჯეი დუდა ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთად ვარშავაში ნატოს მომავალი სამიტის შესახებ იმსჯელა

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და ანჯეი დუდა შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავა.

მარგველაშვილი ვარშავაში სამშაბათს გაემგზავრა. საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ორივე ქვეყნის არსებული პოტენციალის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში მაქსიმალური გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„საქართველოში ყოფნისას პრეზიდენტები საქართველო და პოლონეთის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობაზე გადასვლაზე შეთანხმდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე კი, ამ მიმართულებით არსებულ ფორმატებზე [ურთიერთობების] ისაუბრეს", — შეხვედრის დადასრულ განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, რომლის კომენტარი პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

INTERPOL - Sputnik საქართველო
საქართველომ ინტერპოლის მეშვეობით სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთს მიმართა

მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგს, რომელიც 2018 წლის ზაფხულში ბრიუსელში გაიმართება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკის აქტივიზაციის საჭიროებას.

„პრეზიდენტი დუდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევრო და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და ის დაჰპირდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მომავალი სამიტისთვის, ბრუსელში ის ყველაფრით შეეცდება, რომ საქართველოს დღის წესრიგი წინ წაიწიოს", — აღნიშნა რაქვიაშვილმა.

2017 წელს საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან საქართველომ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს 15 საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლებიც არეგულირებენ ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0