საქართველომ EBRD-გან შესაძლოა 350 მილიონი ევრო მიიღოს

© FB / Ministry of Finance of GeorgiaEBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი
EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გეგმავს ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, ჰიდროპროექტებსა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტში.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში სულ მცირე 350 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისში EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ.

ჩაკრაბარტი თბილისში იმყოფება ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებში ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. გარდა ამისა, EBRD-ის პრეზიდენტი ინვესტორთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ. შარშან ინვესტიციების მოცულობა რეკორდული იყო და 250 მილიონი ევრო შეადგინა. წელს ჩვენ ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ — ჩვენი ვარაუდით, ინვესტიცია 350 მილიონი ევრო ან მეტი იქნება", — განაცხადა ჩაკრაბარტიმ საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილათ შეხვედრის შემდეგ.

გიორგი კვირიკაშვილი და სუმა ჩაკრაბარტი - Sputnik საქართველო
2017 წელს EBRD საქართველოში 300 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს

ინესტირების სფეროები ამჯერად უფრო მრავალფეროვანი გახდება. ჩაკრაბარტიმ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოყო.

„დღის წესრიგში კვლავ კერძო სექტორია. აგრეთვე მივესალმებით ენერგეტიკულ სექტორსა და ჰიდროპროექტებს, თბილისსა და ბათუმში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოჩენას. ეს ის საკითხებია, რომლებსაც ინვესტიციები შეეხება", — განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია — ქვეყანაში ორგანიზაციას 200-ზე მეტ პროექტში დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„ბანკი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე სტრუქტურული რეფორმებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით", — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა EBRD-ის მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0