მარგველაშვილი პოლონეთის ეკონომიკურ ფორმუმზე სიტყვით გამოვიდა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და ანჯეი დუდა ეკონომიკურ ფორუმზე
გიორგი მარგველაშვილი და ანჯეი დუდა ეკონომიკურ ფორუმზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს ისტორიული მიზნის შესახებ ისაუბრა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. პოლონეთში 27-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა ქვეყნის მისწრაფების შესახებ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეკონომიკური ფორუმი საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში სამშაბათს გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება. პირველ პლენარულ სესიაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფოს მეთაურებმა, სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა.

"საქართველოს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იქნეს მიღებული… საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაცია ისტორიულ მიზანს წარმოადგენს", — ციტირებს მარგველაშვილს სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური.

გიორგი მარგველაშვილი და ანჯეი დუდა ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველომ და პოლონეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის გზა აირჩია

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მარგველაშვილი ასევე ევროკავშირის პრობლემებსა და გამოწვევებს შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში საქართველოს ელჩ ილია დარჩიაშვილთან ერთად კრინიცაში ქართულ საღამოზე ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლებს, რომელზეც ქართული პროდუქცია გამოიფინება, მათ შორის ქართული ღვინო და ქართული ტრაციციული ტკბილეული. ქართულ საღამოზე ასევე გამოიფინება "ვეფხისტყაოსნის" პოლონური თარგმანის ახალი გამოცემა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ პირველი ნაბიჯები 1999 წელს გადადგა, როდესაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა. 2009 წელს საქართველო პროგრამა "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მონაწილე გახდა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ექვსი სახელმწიფოს — აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ დაახლოებას გულისხმობს.

2017 წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0