წელს საქართველოს 5 მილიონზე მეტი უცხოელი ესტუმრა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისის ქუჩებში
ტურისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხოლოდ აგვისტოში ჩვენს ქვეყანას 1მლნ-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 27,4%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს 5 მლნ-ზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც 18,9%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, ნათქვამია შსს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

აქედან დაახლოებით 2,5 მლნ კაცი ტურისტი იყო, რაც 29,4%-ით მეტია 2016 წლის ანალგიურ პერიოდთან შედარებით.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო აყვავებას წელიწადში 15 მლნ ვიზიტორის შემთხვევაში დაიწყებს

მხოლოდ აგვისტოში ჩვენს ქვეყანას 1მლნ-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 27,4%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან 570 ათასი ტურისტი იყო, რაც 27,2%-ით ჭარბობს 2016 წლის მონაცემებს. 

მთლიანად, გასულ წელს საქართველოში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობამ 6 მლნ-ს გადააჭარბა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 7 მლნ-მდე გაიზრდებოდა.

აგვისტოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას წელიწადში 15 მლნ ვიზიტორის მიღების პოტენციალი აქვს, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას რეალურად გაზრდის. 

ყველა ახალი ამბავი
0