თბილისში ქართულ-გერმანული სტარტაპ-ფორუმი იმართება

© FB / Tech Park Georgiaქართულ-გერმანული სტარტაპ-ფორუმი თბილისში
ქართულ-გერმანული სტარტაპ-ფორუმი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წამყვანი გერმანელი მეწარმეები ქართველ სტარტაპერებს გამოცდილებას უზიარებენ

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ქართულ-გერმანული სტარტაპ-ფორუმი დაიწყო, რომლის მიზანიცაა ორი ქვეყნის დამწყებ მეწარმეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.

სტარტაპ-მარკეტი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმური სტარტაპ-მარკეტი: ქართული პროდუქციის გამოფენა ზღვისპირა ქალაქში

ფორუმის ფარგლებში წამყვანი გერმანელი მეწარმეები გამოცდილებას უზიარებენ ქართველ სტარტაპერებს. ღონისძიების მონაწილეები, რომლის ორგანიზატორიცაა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კვლევითი ცენტრი, თანამედროვე ბაზრის ტენდენციებს განიხილავენ.

„ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს როლია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში არსებულ სტარტაპებს, რათა მათ გლობალურ ბაზარზე გასვლა შეძლონ. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, —  განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძემ.

ქართულ-გერმანული სტარტაპ-ფორუმი საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

„ქართველ სტარტაპერებს პრაქტიკულ გამოცდილებასა და ცოდნას გავუზიარებთ, თუ როგორ დააარსონ და მართონ კომპანიები. იმედი გვაქვს, რომ აქ მიღებული ცოდნა საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას“, — აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰაიკე რენატე პაიჩმა.

სტარტაპ-ფორუმი 5 სექტემბრამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0