ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ, ქართული პროდუქციის სტარტაპ-მარკეტი მოეწყო. იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო Sputnik-საქართველოსგან
ბათუმში გამართულ „სტარტაპ-მარკეტში“ ასზე მეტმა ქართველმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარიძეც დაესწრო, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.
პატარიძის თქმით, „სტარტაპ-მარკეტი“ სასარგებლო და საინტერესო ინიციატივაა.
ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, მრავალფეროვან ქართულ პროდუქციას გაცნობოდნენ.