პილოტი ავიაშოუს დროს ვერტმფრენიდან გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliვერტმფრენი AS 332 Super Puma
ვერტმფრენი AS 332 Super Puma - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელგიის პროვინცია ლიეჟში საჩვენებელი გამოსვლები ვერტმფრენ Agusta A-109-ს მონაწილეობით ტრაგედიით დასრულდა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ბელგიის პროვინცია ლიეჟში საჩვენებელი გამოსვლებისას სამხედრო მფრინავი გადმოვარდა მრავალმიზნობრივი ვერტმფრენიდან Agusta A-109, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ვერტმფრენი ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში მოანწილეობს - Sputnik საქართველო
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ვიდეოკადრები

ინციდენტი პარაშუტით საჩვენებელი ხტომის დროს მოხდა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პარაშუტისტები გადმოხტნენ, ვერტმფრენის პილოტმა მიატოვა მართვა და კაბინიდან ერთი კილომეტრი სიმაღლიდან უპარაშუტოდ გადმოხტა.

ასევე მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი ცოლთან განქორწინების პროცესში იყო.

მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. ინციდენტის ადგილზე ტყეში პილოტის ძებნა გრძელდება.

ამასთან, მეორე პილოტმა, როდესაც დაინახა, რომ მფრინავის სავარძელი თავისუფალი იყო, ხოლო კარი — ღია, ვერტმფრენის დასმა დამოუკიდებლად შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0