გიორგი ვაშაძეს თბილისის მერობა სურს

© Courtesy by Giorgi Vashadzeგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ვაშაძემ თბილისის მერის თანამდებობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.

ვაშაძის კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის სახლის შენობასთან წარადგინა მოძრაობა "ერთობა — ახალი საქართველოს" ლიდერმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ. ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ — სწორედ ვაშაძე იყო წინა ხელისუფლების ყველაზე პოპულარული პროექტის — იუსტიციის სახლების ავტორი. ვაშაძის საარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანია "საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი – ძლიერ ქალაქთა შორის".

"ნაცვლად ერთიანობისა, ჩვენ დაპირისპირებას ვანდომებთ მთელ დროს… ჩვენ ვგავართ იმ მებრძოლს, რომელსაც არანაირი ენერგია არ გააჩნია იმისთვის, რომ იბრძოლოს ბოლომდე. რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა? – იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს საერთო მიზანი, უფრო სწორად, ზემიზანი, რისთვისაც ყველა ვიბრძოლებთ და ერთ მუშტად შეკრულები მივაღწევთ წარმატებას. არ გვაქვს ზემიზანი, რომელიც ჩვენ ქვეყანას თავის ადგილს მოუტანს ლიდერ სახელმწიფოთა შორის", — განაცხადა ვაშაძემ მომხრეებისადმი მიმართვისას.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ელისაშვილმა ხუთ დღეში 20 000-მდე ხელმოწერის შეგროვება მოახერხა

ვაშაძე თავის დროზე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. პარტია მან 2016 წლის მაისში დატოვა და თავისი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა.

ვაშაძე თბილისის მერობის მეშვიდე კანდიდატი გახდა. მერის პოსტზე ბრძოლას აპირებენ ასევე კახა კალაძე ("ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო"), ზაალ უდუმაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის"), თენგო შერგელაშვილი ("შენების მოძრაობა"), ირმა ინაშვილი ("საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"), კახა კუკავა ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო", "თავისუფალი საქართველო"), ალექსანდრე ელისაშვილი — დამოუკიდებელი კანდიდატი.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0