გიგინეიშვილი ანჯელინა ჯოლიზე: ის საოცრებაა!

© AFP 2024 / FREDERIC J BROWNანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის რეზო გიგინეიშვილისა და ჰოლივუდის ვარსკვლავის ანჯელინა ჯოლის ფოტოზე Instagram-ში უამრავი კომენტარი დაიწერა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი კოლორადოს შტატის ქალაქ ტელურიდში ამერიკელ კინოვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის შეხვდა.

ვარსკვლავთან შეხვედრა ტელურიდში საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მისასალმებელ საღამოზე გაიმართა.

ანჯელინა ჯოლისთან შეხვედრის ემოციები გიგინეიშვილმა მოკლედ ასე გამოხატა: "ის საოცრებაა!". ვარსკვლავთან გადაღებული ფოტო მან Instagram-ში გამოაქვეყნა.

At the welcome party hosted by the Academy. 🥂Она чудо. 🎬🍿#hostages_film @kinonebo

Публикация от Rezo Gigineishvili (@rezofilm) Сен 2 2017 в 10:30 PDT

 

ფოტოზე უამრავი აღტაცებული კომენტარი დაიწერა. რეზოს მიმდევრები ჯოლის უწოდებენ არარეალურს, ლამაზს, კეთილს, ზოგი — ჩვეულებრივ ქალს.

კადრი ფილმიდან „მძევლები“ - Sputnik საქართველო
გიგინეიშვილის „მძევლები“ ამერიკულმა HBO-მ იყიდა

იყო სხვადასხვა სახის, მათ შორის სარკასტული კომენტარებიც. ასევე იუმორი: "ახდა ანჯელინა ჯოლის ოცნება, სურათი გადაეღო ჩვენ რეზოსთან".

ტელურიდში კინოფესტივალზე გიგინეიშვილმა წარადგინა თავისი ფილმი "მძევლები". ანჯელინა ჯოლიმ კი ფესტივალზე მიიტანა ფილმი First They Killed My Father.

ტელურიდის საერთაშორისო კინოფესტივალი (Telluride Film Festival) 1974 წლიდან ტარდება. მან მსოფლიო კინემატოგრაფის მრავალ მოღვაწეს გაუხსნა გზა, მათ შორის დევიდ კრონენბერგს, პედრო ალმოდოვარს და სხვებს.

ანჯელინა ჯოლი ერთადერთი ვარსკვლავი არ ყოფილა, რომელთანაც რეზო გიგინეიშვილმა ფოტო გადაიღო ტელურიდის ფესტივალზე. Instagram-ში ასევე გამოჩნდა მისი გარი ოლდმენთან ერთად გადაღებული ფოტოც.

ყველა ახალი ამბავი
0