განათლების მინისტრმა ახსნა, თუ რატომ აქვთ პედაგოგებს დაბალი ხელფასი

© FB / Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრმა მოსწავლეებს მოუწოდა, რამდენიმე პროფესიას დაეუფლონ.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მასწავლებლების ხელფასი სპეციალურად არის დაბალი, რათა პედაგოგების ადგილზე არ მიიზიდონ ადამიანები, რომლებსაც ბავშვები არ უყვართ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში განაცხადა.

მინისტრის აზრით, პედაგოგიურ სფეროში უნდა იმუშაონ იმ ადამიანებმა, ვისთვისაც მასწავლებლობა "ჰობია". მან აღნიშნა, რომ თავის მისიად მიიჩნევს პედაგოგის პროფესიისთვის პრესტიჟის დაბრუნებას და აპირებს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა მასწავლებლებმა თავი კარგად იგრძნონ.

ბიჭი საკლასო ოთახში შედის - Sputnik საქართველო
სკოლის 2000 პედაგოგს უმაღლესი განათლება არ აღმოაჩნდა

"მთელ მსოფლიოში, მარტო ჩვენთან არა, ნახეთ, უბრალო სტატისტიკაა, მოკლედ, პედაგოგების საშუალო ხელფასი, მგონი, 3-4 ქვეყნის გარდა, პრაქტიკულად მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე საშუალო ხელფასი ქვეყანაში. და, იცით, რატომ გააკეთეს ეს შეგნებულად? იმიტომ, რომ თუ პედაგოგიკაში ძალიან მაღალი ხელფასები იქნება, იქ მივლენ ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები და ეს დიდი საფრთხეა", — განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ, რა თქმა უნდა, ხელფასი ადეკვატური უნდა იყოს.

ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ მასწავლებლის საბაზისო ხელფასი ბოლო დროს სამჯერ გაიზარდა და არის დანამატებიც.

2017 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლების საშუალო ხელფასი გაიზარდა და ასე გამოიყურება: მენტორი — 1100 ლარი, წამყვანი მასწავლებელი — 965 ლარი, უფროსი მასწავლებელი — 800 ლარი, პრაქტიკოსი მასწავლებელი — 600 ლარი.

მინისტრმა ასევე მიმართა მოსწავლეებს და მოუწოდა, აითვისონ არა ერთი, არამედ თუნდაც ორი პროფესია. მისი თქმით, ეს ბოლო ტენდენციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში შეინიშნება, ხოლო შრომის ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნაა იმ ადამიანებზე, რომლებსაც რამდენიმე პროფესია აქვთ. მან სთხოვა სტუდენტებს, არ გაუშვან ხელიდან არც ერთი შესაძლებლობა და ისწავლო რაიმე ახალი.

ყველა ახალი ამბავი
0