სკოლის 2000 პედაგოგს უმაღლესი განათლება არ აღმოაჩნდა

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბიჭი საკლასო ოთახში შედის
ბიჭი საკლასო ოთახში შედის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგნობრივი გამოცდის ჩაბარება საქართველოში სკოლის პედაგოგთა მხოლოდ 4%-მა შეძლო.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა ძირითადი საგნის ასობით მასწავლებელი, რომელთაც უმაღლესი განათლება არ გააჩნიათ, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმად, 2016 წელს ამ სამსახურმა 71 შემოწმება ჩაატარა. ძირითადი დარღვევები მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა.

„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებული 67 000 მასწავლებლიდან 2000-ს, რომლებიც ასწავლიან ძირითად საგნებს, არ აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და გააჩნია მხოლოდ ზოგადი ან პროფესიული განათლება. მოცემული კონტინგენტიდან საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს მხოლოდ 4%-ს", — ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, კადრების დაბალი კვალიფიკაცია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული. პირველი — მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების თანმიმდევრული პოლიტიკის არქონა და მასწავლებლების პროფესიულის ზრდის უზრუნველსაყოფად არასაკმარისი რესურსები.

მეორე მიზეზად აუდიტის სამსახურმა დაასახელა ახალი კადრების ნაკლებობა და ის, რომ კადრის აყვანის პროცესი სრულიად დამოკიდებულია სკოლაზე, ხოლო სამინისტროს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების ან მონიტორინგის ბერკეტი.

საგამოცდო სესია - Sputnik საქართველო
11 ათასამდე მოსწავლემ საქართველოში გამოსაშვები გამოცდები ვერ დაძლია

ამას გარდა, სკოლების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებში სწორად არ არის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უგულებელყოფილია უმაღლესი განათლების აუცილებლობა. ანაზღაურების ოდენობა ხშირად მითითებულია გაცილებით ნაკლები ოდენობით, რასაც რეალურად მოცემულ პოზიციაზე მყოფი პირი იღებს. შედეგად, კვალიფიციურ კადრს არ აქვს მოტივაცია, რომ დაინტერესდეს მოცემული ვაკანსიით, რაც ამცირებს კონკურენციას.

ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში მაღალკვალიფიციური მასწავლებლების მიღებით დაინტერესდა სკოლების მხოლოდ 50%, ხოლო დანარჩენებმა უპირატესობა დაბალკვალიფიციურ კადრებს მიანიჭეს.

კიდევ ერთ პრობლემას კადრების დეფიციტი წარმოადგენს, რის გამო რეგიონებში ბავშვები არასრულ განათლებას იღებენ. თბილისსა და დიდ ქალაქებში პედაგოგების ნაკლებობა არ არის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პედაგოგი რამდენიმე მომიჯნავე საგანს ასწავლის და ამ დროს მას მხოლოდ ერთი საგნის კვალიფიკაცია გააჩნია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლების სამინისტროს მისცა რეკომენდაცია – უზრუნველყოს პედაგოგთა ვაკანსიების თაობაზე განცხადებების სათანადო განთავსება და სამსახურში კვალიფიციური კადრების მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0