Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობის აზრით, ჭიაკოკონობის ტრადიცია დავიწყებას უნდა მიეცეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიჭიაკოკონა
ჭიაკოკონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის მკითხველთა 35,7% მიიჩნევს, რომ ჭიაკოკონობის ტრადიცია საერთოდ დავიწყებას უნდა მიეცეს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik.Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჭიაკოკონობის ტრადიცია საერთოდ დავიწყებას უნდა მიეცეს. ამაზე მეტყველებს ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ჭიაკოკონა - Sputnik საქართველო
„ჭეჭეთობა“ - ბავშვების გასართობი მარიამობის წინა ღამეს, თუ წარმართული რიტუალი

კითხვაზე, "იღებთ თუ არა მონაწილეობას ჭიაკოკონობაში", მკითხველთა 35,7%-მა უპასუხა, რომ ეს ტრადიცია საერთოდ დავიწყებას უნდა მიეცეს. ლამაზ ტრადიციად მიჩნია ჭიაკოკონობა 32,1%-ს.

ჭიაკოკონობაში მონაწილეობს, როცა ამის საშუალება აქვს, მკითხველთა 17,9%, ხოლო არ მონაწილეობს, რადგან ეს წარმართული ტრადიციაა 14,3%.

ჭიაკოკონობა უძველესი, ქრისტიანობამდელი ქართული რიტუალია — ცეცხლით განწმენდის დღეობა. იმართება აღდგომამდე დიდ ხუთშაბათს ან დიდი ხუთშაბათის წინა საღამოს, ასევე მარიამობის დღესასწაულის წინა საღამოს. სამეგრელოში მას "ჭეჭეთობა" ეწოდება.

ყველა ახალი ამბავი
0