ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშივარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალოსანი გახდა

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

დღემდე მას ამ ტურნირზე ერთხელ ვერცხლისა და 2-ჯერ ბრინჯაოს მედალი ჰქონდა აღებული.

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში რუს კირილ დენისოვი დაამარცხა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელჰან მამადოვს მისი პასიურობის ხარჯზე სძლია (აზერბაიჯანელს არბიტრმა მე-2 წუთზე სამი გაფრთხილება მისცა) და ფინალში გავიდა.

ქართველი ფინალში იაპონიის წარმომადგენელს, აარონ ვულფს შეხვდა და უპირატესობას ფლობდა. არბიტრმა იაპონელი პასიურობისთვის 2-ჯერ გააფრთხილა. იაპონელმა ფალავანმა "ოქროს ქულის" ხარჯზე გაიმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

კვირას, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს მედლები გუნდურ ჩათვლაში გათამაშდება.

ყველა ახალი ამბავი
0