თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-90 კგ) რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მისი მეტოქე ფინალში იაპონელი მიშუ ბეიკერი იყო, რომელმაც ქართველი სპორტსმენი იუკოთი დაამარცხა.
ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში კორეელ ძიუდოისტს დონჰან გვაკის სძლია ორი ვაზარით და ფინალში გავიდა.
ეს საქართველოს ნაკრებისთვის მეორე მედალია. ბრინჯაო ლაშა შავდათუაშვილმა (-73) მოიპოვა.
ვარლამ ლიპარტელიანი — ამჟამად ერთ- ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტია. მის ანგარიშზე ევროპის ჩემპიონის 8 ტიტულია, ორი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველოს ნაკრებში და სამჯერ იგი მსოფლიო პირველობის პრიზიორი გახდა. მსოფლიო რეიტინგში, რომლის ლიდერი სამხრეთ კორეელი დონგან გვაკია, ლიპარტელიანი მეხუთე პოზიციაზეა.