საქართველომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშილაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავის ოქროს მედალს რიო-დე-ჟანეიროს ბრინჯაოს მედალი მიუმატა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მან სუფთად მოუგო საგი მუკის ისრაელიდან. 

ძიუდოისტები - Sputnik საქართველო
რიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა, შესაძლოა, შვიდი მედალი მოიპოვონ

ამრიგად შავდათუაშვილის ანგრიშზე უკვე ორი ოლიმპიური მედალია, ოთხი წლის წინ ლონდონში მან ოქროს მედალი მოიგო 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში. 

მეორე ბრინჯაოს მედალი რიოს თამაშებზე ბელგიელ დირკ ვან ტიკელტს შეხვდა. 

ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი შოხეი ონო გახდა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს მოუგო. 


ყველა ახალი ამბავი
0