თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოს ოლიმპიადაზე, შესაძლოა, შვიდი ოქროს მედალი მოიპოვოს, განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ.
„მე არ მიყვარს პროგნოზების გაკეთება, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ რიოდან ჩვენ შვიდ მედალს ჩამოვიტანთ. მე არ ვსაუბრობ ოქროზე — ეს საერთოდ სხვა თემაა. ბრაზილიაში ოლიმპიადაზე ჩვენგან ძიუდოში ყველაზე ძლიერი ნაკრები მიდის, რაც კი საქართველოს ისტორიაში ყოფილა. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია შედეგი აჩვენოს“, — აღნიშნა უზნაძემ.
ყაზანში გამართულ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა გუნდური ტურნირი მოიგო.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა რიოს ოლიმპიადაზე:
ამირან პაპინაშვილი (-60 კგ)
ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)
ავთო ჭრიკიშვილი (-81 კგ)
ვარლამ ლიპარტელიანი (-90 კგ)
ბექა ღვინიაშვილი (-100 კგ)
ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ)
საქართველოს ნაკრების წევრ ავთო ჭრიკიშვილთან ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ <<