უკრაინის თვითმფრინავი სამშობლოში დაბრუნდა

© photo: Sputnik / Dmitry Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი Ан-32
თვითმფრინავი Ан-32 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი Aн-32П წარწერით FIREKILLER („ცეცხლის მკვლელი"), რომელიც სპეციალურად ტყის ხანძრების ჩასაქრობად არის განკუთვნილი, საქართველოში ოთხშაბათს გამოფრინდა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ტყის ხანძრების ჩაქრობის მისიის დასრულების შემდეგ საგანგებო სიტუაციების უკრაინის სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავი ოდესაში დაბრუნდა, იუწყება РИА Новости საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით.

უკრაინის თვითმფრინავი აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, ამ ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანისა და თურქეთის ავიაციაც მონაწილეობდა.

ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო
ტყის ხანძრები საქართველოში: ბოლო ინფორმაცია

„ოდესის" საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა საგანგებო სიტუაციების უკრაინის სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავი Ан-32П, რომელმაც საქართველოს მთიან ტერიტორიაზე ტყის ხანძრების ჩაქრობის მასზე დაკისრებული მისია დაასრულა", — ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0