საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში დამარცხდა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიავთანდილ ჭრიკიშვილი
ავთანდილ ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრების მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდა და ანგარიშით 1:5 წააგო.

პირველი შეხვედრა მარიამ ჯანაშვილმა ვაზარით დათმო. სამწუხაროდ, ვაჟა მარგველაშვილიც დამარცხდა. მესამე ბრძოლა ესტერ სტამმა გამართა და იპონით დამარცხდა. მეოთხე საჭიდაოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი გავიდა და მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა. ჭრიკიშვილმა ანგარიში 1:3 გახადა და ჩვენს ნაკრებს გამარჯვების იმედი დაუტოვა.

სამწუხაროდ, მეოთხე შეხვედრაში ელენე ქებაძე დამატებით დროში პირველი "ოქროს ქულა" მეტოქეს დაუთმო.

ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბოლო შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა სტარტზევე იპონით წააგო. საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 1:5 წააგო.

ამ წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრები რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი რეპეშაჟში კანადის ნაკრებთან 2:4 დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტებიდან მოგება მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა შეძლეს. ლაშა გიუნაშვილმა, მარიამ ჯანაშვილმა, ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ მარცხი იწვნიეს.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა, როგორც ინდივიდუალურ ისე გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობა დაამათავრა.

გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი იაპონიის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს მოუგო. ბრინჯაო საფრანგეთსა და სამხრეთ კორეას ერგო.

ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში გამართულ პირველობაზე ინდივიდუალური გამოსვლა 1 ვერცხლითა (ვარლამ ლიპარტელიანი) და 2 ბრინჯაოთი (ვაჟა მარგველაშვილი, უშანგი მარგიანი) დაასრულეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0