მამაკაცი ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა

© Pixabay / Pavlofox ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა 26 წლის ორსულ მეუღლეს, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს, იტყობინება შსს-ს პრეს-სამსახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა 26 წლის ორსულ მეუღლეს, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს: საქართველოში გახშირდა ქურდობისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევები

ქალბატონს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე გაირკვა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0