კახეთში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანები
სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამით კახეთში, სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარი გაჩნდა

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თუშეთში ვითარება დღეს კიდევ უფრო გაუარესდა, რთული რელიეფის და ქარის გამო 200-მდე მეხანძრე-მაშველს სტიქიის ზონაში მუშაობა უჭირს, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

ადგილზე ამ დრომდე რჩება ცოცხალი ძალა. არ არის გამორიცხული მათ მოხალისეები და სხვა რაიონის რეინჯერები შეუერთდნენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩაერთო საჰაერო ავიაცია. ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენმა მუშაობა დღეს დილამდე შეაჩერა და პროცესში ცოტახანში ისევ ჩაერთვება.

ამ წუთებში სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხალი ძალა იკრიბება. ისინი ცეცხლის ლოკალიზებას დღეს კიდევ შეეცდებიან.

ვერტმფრენი ხანძარს აქრობს - Sputnik საქართველო
ხანძრების სერია საქართველოში: ბოლო ცნობები

ხახაბოს ტყის მასივზე დიდი დაკვამლიანება და ცეცხლის რამდენიმე კერა დილიდან ისევ შეიმჩნევა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ასწლოვან ხეებს მოედო და დაახლოებით 15 ჰექტარზეა გავრცელებული, იუწყება ტელეკომპანია.

წუხელ ღამით ხანძრის კიდევ ერთი კერა კახეთში, სოფელ ფშაველის ტყეში გაჩნდა, რის გამოც დილიდან ხანძრის ლოკალიზებაში მეოთხე ვერტმფრენიც ჩაერთვება, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რთული რელიეფის გამო ახალ კერასთან მისვლა შეუძლებელია. მისივე თქმით, ხანძრის მასშტაბური კერები კვლავ რჩება ართანაში, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოს ტყეში.

ყველა ახალი ამბავი
0