თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის შესახებ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადლინგენში 27 და 33 წლის მამაკაცებმა სადგურში ღამით ყურადღება არ მიაქციეს სატვირთო მატარებელს, რომელიც მათ დაეჯახა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო.
საგარეო უწყების ინფორმაციით, გერმანიის პოლიციამ დაუდასტურა საქართველოს კონსულს ინფორმაცია საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, რომლებიც ქალაქ ადლინგენიდან ქალაქ როტვაილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
„მათ ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებთ. ინცინდენტის დეტალებს დაადგენს გამოძიება", — აღნიშნეს სამინისტროში.
საქართველოს საგარეო უწყება გარდაცვლილების სამშობლოში გადმოსვენებაზე მუშაობს.