თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. „ევრობასკეტ 2017"-ის მესამე სათამაშო დღეს ქართველი კალათბურთელები უკრაინას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 88:81 დამარცხდნენ.
საქართველოს რიგებში 17 ქულით ყველაზე შედეგიანად ზაზა ფაჩულიამ და გიორგი შერმადინმა ითამაშეს, ხოლო მატჩის საუკეთესო კალათბურთელი არტიომ პუსტოვი გახდა, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 სექტენბერს მასპინძელი ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
„ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის მატჩები ოთხ ქვეყანაში — ისრაელში, რუმინეთში, ფინეთსა და თურქეთში ტარდება. ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპის საგზურს ოთხი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
შეგახსენებთ: საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტ 2017“-ზე გერმანისთან ანგარიშით 56:67 წააგო, მამანდე კი ლიტვას 79:77 ანგარიშით მოუგო.