საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ლიტვას მოუგო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევრობასკეტ-2017"-ზე საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი ლიტვასთან გამარჯვებით დასრულდა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ტელ-ავივში, ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ლიტვის გუნდს ანგარიშით 79:77 მოუგო.

თამაში თანასწორი და დაძაბული იყო, რასაც პირველი და მეოთხე მეოთხედების ანგარიში მოწმობს — 18:18 და 20:20 შესაბამისად.

კალათბურთი – საქართველოსა და სერბეთის ნაკრებები - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა "აკრპოლისის თასი" მოიგო

იონას კაზლაუსკასის აღსაზრდელებმა მეორე მეოთხედი ანგარიშით 21:16 მოიგეს.

ქართველმა კალათბურთელებმა კი გაცილებით უკეთესად მესამე მეოთხედში ითამაშეს, რომელიც ანგარიშით 25:18 მოიგეს.

ყველაზე შედეეგიანი თორნიკე შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია მოხსნებში ლიდერი გახდა — 10 მოხსნა, ხოლო მაიკლ დიქსონმა 7 შედეგეიანი გადაცემა გააკეთა.

„ევრობასკეტ 2017"-ზე მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები გერმანიის წინააღმდეგ 2 სექტემბერს ჩაატარებს. თამაში 16:45 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0