საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა "აკრპოლისის თასი" მოიგო

© Georgian Basketball Federationკალათბურთი – საქართველოსა და სერბეთის ნაკრებები
კალათბურთი – საქართველოსა და სერბეთის ნაკრებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში ზედიზედ მესამე ტურნირი მოიგეს

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის გუნდი დაამარცხა 68:66 და საბერძნეთში მიმდინარე "აკროპოლისის თასის" გამარჯვებული გახდა.

საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის მსგავსად, ქართველმა კალათბურთელებმა მატჩი არცთუ სახარბიელოდ დაიწყეს და პირველი მეოთხედი სერბეთის ნაკრებთან შეხვედრაში 20:15 ანგარიშით დათმეს.

გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თბილისის მერის თასი მოიპოვა

მეორე მეოთხედში ილიას ზუროსის გუნდმა და გიორგი ცინცაძის, გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას წარმატებული თამაშის წყალობით, მდგომარეობა გაათანაბრეს – 36:36.

მატჩის მეორე ნახევარი პირველის ანალოგიურად წარიმართა იმ ანსხვავებით, რომ ქართველებმა მესამე მეოთხედში წააგეს ხუთი ქულა (14:19), ხოლო დასკვნით ეტაპზე შვიდქულიანი განსხვავებით მოიგეს (18:11) და საბოლოოდ გამარჯვება გაიფორმეს.

ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თორნიკე შენგელია აღმოჩნდა, მის ანგარიშზეა 21 ქულა და 14 მოხსნა.

როგორც აღმოჩნდა, სერბებზე გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ვადაზე ადრე მოიპოვა "აკროპოლისის თასი". ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დღის მეორე მატჩში საბერძნეთმა იტალიას სძლია (73:70).

დღეს, 25 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები იტალიის წინააღმდეგ დასკვნით მატჩს გამართავენ. თამაში თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

"აკროპოლისის თასი" საერთაშორისო ტურნირია, რომელიც ევრობასკეტი-2017-ის მოსამზადებელი ეტაპია. ევროპის ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს იწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0