ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოკვლით დაემუქრნენ

© Sputnik / Levan Avlabreliსაარჩევნო ურნა
საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკო ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, რომელიც გამგებლის რწმუნებულია, სიცოცხლის მოსპობით, ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და სახლის დაწვით დაემუქრნენ.

"საყურადღებოა, რომ ჰასმიკ მარანგოზიანის განცხადებით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი მუქარა მის მიმართ უკვე არაერთგზის განხორციელდა.გარდა ამისა, გუშინვე, სამველ პეტროსიანმა ქუჩაში მიმავალ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძეს, მოპირდაპირე მხრიდან გაუჩერა მანქანა და მოსთხოვა ახსნა-განმარტებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით", — აღნიშნულია ცესკო-ს ვებგვერდზე.

საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
NDI-მ არჩევნებზე დასაკვირვებლად მისია მოავლინა

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედებების განხორციელებისგან.

"საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის", — ნათქვამია უწყების ვებგვრედზე.

კომისიამ მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად უკვე გადაუგზავნება პროკურატურას.

ყველა ახალი ამბავი
0