თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დამკვირვებელთა საერთაშორისო დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანობში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ჩამოვიდა, იუწყება ორგანიზაციის ვებგვერდი.
NDI-ს 15 კაციანი დელეგაცია მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს და არჩევნების დამთავრებამდე დააკვირდება პროცესებს. მისია საქართველოს მასშტაბით გამართავს შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ცესკოსთან, არასამტავრობო ორგანიზაციებთან, კანდიდატებთან და აგრეთვე პარტიების ლიდერებთან.
„NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით განახორციელებს“, — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
NDI-ს სადამკვირვებლო მისიას აშშ-ის დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდი (National Endowment for Democracy, NED) და საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.