თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. TBILISI PHOTO FESTIVAL 2017-ი საქართველოს დედაქალაქში 13-20 სექტემბერს გაიმართება, იტყობინება ფესტივალის გუნდი სოციალურ ქსელში.
2017 წლის ფოტო ფესტივალი მოდის ფოტოგრაფიის თემაზე იქნება აგებული. ფესტივალზე 350-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
„უკანასკნელი წლების მანძილზე საერთაშორისო პრესამ თბილისი აღმოსავლეთ ევროპის მოდის ახალ მიმართულებად აღიარა. თანამედროვეობაში მოდის ინდუსტრიის განვითარება კი ფოტოგრაფიის გარეშე წარმოუდგენელია", — აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.
თბილისის ფოტო ფესტივალის პროგრამის ორი მთავარი ღონისძიება 2017 წელს მე- 20 და 21-ე საუკუნეების მოდის ფოტოგრაფიის მეგავარსკვლავების ნამუშევრების ჩვენება იქნება. ფოტო ფესტივალის ფარგლებში კავკასიაში პირველად იქნება ნაჩვენები ფრანგი ფოტოგრაფის გი ბურდენისა და ჰოლანდიელი არტისტის ვივიან სასენის ნამუშვრები.
ფესტივალი თბილისში წელს მერვედ იმართება.
ფესტივალის ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება: გიგლა ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში, სასტუმრო„რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში, კლუბ „ლოლიტაში“,„ფაბრიკაში“ თიბისი ბანკის არტ-გალერეაში, გალერეა„ ვერნისაჟის“ ეზოში.