თბილისის ფოტოფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფოტოხელოვანებს მოუყრის თავს

გამოწერა
ფესტივალი იაპონელი თანამედროვე ფოტოგრაფების გამოფენით გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. „თბილისის ფოტოფესტივალი 2016“ (Tbilisi Photo Festival) მეშვიდედ შეკრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე მოდურ და ნიჭიერ ფოტოგრაფებს, ნათქვამია ღონისძიების ვებგვერდზე.

ფესტივალი 16 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბრამდე გასტანს. მონაწილეობას მიიღებენ აპონელი, პოლონელი, თურქი და ქართველი ფოტოგრაფები.

მეიარაღე დანასილშიკი - Sputnik საქართველო
ფოტოკადრებზე შემორჩენილი ყოფიერება

ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ჩვენებების, პრეზენტაციების, მასტერ-კლასების, ლექციებისა და დისკუსიების გამართვა. ასევე ჩატარდება კონცერტებიც.

ღონისძიება ჩატარდება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კაფეებში: „Fabrika“, „Frontline“ и „Lolita“, ასევე ძველი თბილისის ქუჩებში.

ფესტივალი იაპონელი თანამედროვე ფოტოგრაფების გამოფენით გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

ღონისძიების მთავარი მოვლენა ტრადიციულად ფოტოგრაფიის ღამე იქნება, რომელიც 17 სექტემბერს მოეწყობა 20:00 საათიდან 02:00 საათამდე. სხვადასხვა ავტორების ფოტოები ძველი თბილისის უბნებში მდებარე სახლების კედლებზე იქნება ნაჩვენები.

„თბილისის ფოტოფესტივალი“ პირველად 2010 წელს ჩატარდა საზქვეყნოდ ცნობილი ფოტოფესტივალის, Les Rencontres d'Arles-ის ორგანიზატორებთან პარტნიორობით.

ყველა ახალი ამბავი
0