თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ისრაელში ტარდება, საქართველოს კალათბურთის ეროვნული გუნდი გერმანიის გუნდთან ანგარიშით 57:67 დამარცხდა.
გერმანია მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში უსწრებდა. განსაკუთრებით შესამჩნევი ეს მეორე და მეოთხე მეოთხედებში გახდა, რომლებიც გერმანელებმა 22:17 და 12:5 ანგარიშით მოიგეს.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს. მათ ანგარიშზე ბურთის 21 დაკარგვაა. ყველაზე ხშირად ცდებოდა თორნიკე შენგელია, რომელსაც 8 დაკარგვა დაუგროვდა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დენის შრედერი გახდა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. ზაზა ფაჩულიამ მხოლოდ 14 ქულის დაგროვება შეძლო.
ამგვარად, „ევრობასკეტ-2017"-ის ორი დღის სემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ერთი გამარჯვება და ერთი წაგებაა. რაც შეეხება გერმანიას, გუნდმა ორ მატჩში გამარჯვება მოიპოვა და В ჯგუფის ლიდერი გახდა.
კონტინენტალური პირველობის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.
თამაში 16:45 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაშუქდება.