საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა

© courtesy by Georgian Footbal Federationსაქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ახალი შესარჩევი ციკლი საშინაო მატჩის წაგებით დაიწყო.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-21) ევრო-2019-ის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩში გორში პოლონეთის გუნდთან ანგარიშით 0:3 წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში ორივე კართან სახიფათო მომენტები შიქმნა, შესვენებამდე ანგარიში არ გახსნილა.

ვლადიმირ ვაისი და ბორის კიტკა - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელთა შტაბში ცვლილებებია

მეორე ტაიმი გია გეგუჩაძის აღსაზრდელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა 58-ე წუთზე მასპინძლის კარში საკმაოდ საკამათო პენალტი დაინიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ განახორციელა.

ამ ეპიზოდის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ფარ-ხმალი დაყარა და რამდენიმე წუთში მეორე გოლიც გაუშვა. თავი ისევ კოვნაცკიმ გამოიჩინა.

საბოლოო ანგარიში 71-ე წუთზე ბარტოშ კაპუსტკამ დაამყარა.

ამ გამარჯვების შემდეგ პოლონეთი დანიასთან ერთად მესამე შესარჩევ ჯგუფში ლიდერობს.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები გასვლაზე დანიის წინააღმდეგ გამართავს. თამაში ოლბორგში 5 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0