საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელთა შტაბში ცვლილებებია

© photo by press-service of Georgian Football Federationვლადიმირ ვაისი და ბორის კიტკა
ვლადიმირ ვაისი და ბორის კიტკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამემამულეები ვაისი და კიტკა ერთად უკვე მუშაობდნენ ყაზახურ „კაირათში"

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის თანაშემწე სლოვაკი მწვრთნელი ბორის კიტკა გახდა, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
დასახელდა ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიასთან და ავსტრიასთან მატჩებზე

47 წლის სპეციალისტი 2008-2009 წლებში ბრატისლავის „სლოვანს" ედგა სათავეში. შემდეგ, 2009-2010 წლებში სლოვაკეთის 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, 2012-2015 წლებში კი საფეხბურთო კლუბ „კაირათში" ვლადიმირ ვაისის ასისტენტად მუშაობდა.

კიტკა უკვე საქართველოშია და აქტიურად არის ჩართული ნაკრების მომზადების პროცესში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის.

სლოვაკი ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0