ხანძარი მთაწმინდაზე ლოკალიზებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანები მთაწმინდაზე
სახანძრო მანქანები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთაწმინდაზე ცეცხლთან ბრძოლას განაგრძობს 50 მეხანძრე და ტექნიკის 10 ერთეული, ასევე ვერტმფრენი

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მთაწმინდა - Sputnik საქართველო
მთაწმინდაზე 50-მდე მაშველი აქრობს ხანძარს

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შეტყობინება მთაწმინდაზე ხანძარის შესახებ დღეს 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა. სამაშველო-სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე 5 წუთში მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, იწვოდა ბალახი.

"თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ამ დროისთვის ხანძრის ღია კერა აღარ ფიქსირდება", — აღნიშნულია განცხადებაში.

ხანძრის ჩაქრობაში შსს-ს ვერტმფრენია ჩართული.

მთაწმინდაზე ამ ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მეორე ხანძარია. პირველი ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0