უკრაინის სამართალდამცავებმა საქართველოს ოთხი მოქლაქე დააკავეს

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები კიევში თავს დაესხნენ ბიზნესმენს, წაართვეს მას 250 000 დოლარი და დანაშაულის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ ისინი დააკავა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მეწარმეებზე თავდახმაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს, იუწყება РИА Новости კიევის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

„დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც მეწარმეებზე ყაჩაღური თავდასხმების სერიაში არიან ეჭვმიტანილი… ოთხივე მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც დედაქალაქში დროებით ცხოვრობდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავს ირჩენდნენ მეწარმეებზე ყაჩარური თავდასხმებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით", — ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
ბილეთი ერთი მიმართულებით: „კანონიერ ქურდს“ უკრაინიდან საქართველოში გამოაძევებენ

უწყების მონაცემებით, 30 აგვისტოს დაკავებულებმა ერთ-ერთ მეწარმეს მის მანქანაში თავს დაესხნენ, დაჭრეს ის და წაართვეს ხელჩანთა, რომელშიც 6,5 მილიონი გრივნა იყო (250 000 დოლარი).

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა ამოიღეს კალაშნიკოვის ავტომატი, ვაზნები, ავტომობილების სანომრე ნიშნების კომპლექტები, მობილური ტელეფონები, რადიოსადგურები, ნავიგატორები, კარის გატეხის საშუალებები და ფულადი თანხა.

ყველა დაკავებულს აცნობეს, რომ ისინი ეჭვმიტანილი არიან მუხლით „პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა", რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე ვადით. "მოწმდება დაკავებულთა კავშირი სხვა დანაშაულებრივ ეპიზოდებთან", — აღნიშნეს უწყებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0